Jump to content
Planeta.Ge

შოთა მეგრელიძე (1908-1942)


Recommended Posts

შოთა მეგრელიძე (1908-1942)

 

http://s46.radikal.ru/i114/0901/54/ec9e0383f4a4.jpg

 

ქართველი ეკონომისტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი წარმატებული განვითარების აქტიური ინიციატორი და ხელშემწყობი. უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერის ათეულობით სამეცნიერო შრომა დიდი შენაძენია ქართული ეკონომიკური მეცნიერებისთვის. 28 წლის ასაკში აირჩიეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგედ. იყო გაზეთ "საბჭოთა აგრონომის" პირველი რედაქტორი. იყო გულანთებული პატრიოტი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებს არ ეკუთვნოდათ ჯარში გაწვევა, 1941 წელს მოხალისედ წავიდა გერმანელ ფაშისტებთან საბრძოლველად, სახლში კი დატოვა მძიმედ ავადმყოფი ქალიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შოთა მეგრელიძე გმირულად დაიღუპა 1942 წელს, ქერჩში. მისი სახელი ეწოდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აუდიტორიასა და კაბინეტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...