მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 მენშევიკები http://s47.radikal.ru/i117/0901/98/6bd4fc72507a.jpg მენშევიზმის წარმოშობა ოფიციალურად დაკავშირებულია 1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატული პარტიის (რსდმპ) მე-2 ყრილობაზე მომხდარ გათიშვასთან, როდესაც ახალი ტიპის მარქსისტული პარტიის შექმნის ლენინურ გეგმას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პარტიის სტრუქტურული არჩევნების დროს ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედან წარმოდგება სახელწოდება მენშევიკები (რუსულად "მენშე" - ცოტა). ლიდერები იყვნენ: პლეხანოვი, მარტინოვი, აქსელროდი და სხვა. 1905-07 წლების რევოლუციას მენშევიკების ლიდერებმა "ისტორიული შეცდომა" უწოდეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო უნდა გამხდარიყო რევოლუციურ ძალთა დარაზმვის ცენტრი. მათ უარყვეს რევოლუციის იდეა და გეზი აიღეს რეფორმისტულ საქმიანობაზე. მენშევიკური საქმიანობა საქართველოში უკავშირდება ე.წ. "მესამე დასს". მენშევიკების აღიარებული წინამძღოლი იყო ნოე ჟორდანია, წევრები: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი და სხვ. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მენშევიკთა მსოფლმხედველობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პოპულარული გახდა ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევის შესახებ. ქართველმა მენშევიკებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. თუმცა, მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა ამიერკავკასიის ავტონომიის შექმნა, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდებოდნენ და ამგვარად შევიდოდნენ რუსეთის სახელმწიფოში ცალკე ავტონომიურ ერთეულად. რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიაში მართლაც შეიქმნა ამგვარი ავტონომიურ-ფედერაციული რესპუბლიკა, თუმცა განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთად დიდხანს ვერ იარსება, ამიტომ მენშევიკებისათვის ერთადერთი გამოსავალი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს ანექსიის შემდეგ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში დარჩენილმა მენშევიკებმა 1923 წლის აგვისტოში გამართეს სრულიად საქართველოს მენშევიკთა ყრილობა, რომელმაც პარტია დაშლილად გამოაცხადა. 1924 წლის აგვისტოს ბოლოს, ქართველ ოფიცრებთან ერთად მენშევიკებიც შეეცადნენ აჯანყების მოწყობას, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.