მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 გიორგი მერჩულე (X საუკუნე) http://i011.radikal.ru/0901/78/6b5154b15679.jpg ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, პროზაიკოსი, საეკლესიო მოღვაწე, ავტორი თხზულებისა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება". გიორგი მეტად განსწავლული პიროვნება იყო. იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას. პ. ინგოროყვას განმარტებით, "მერჩულე" სამართლის მცოდნეს, თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს. მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული ხასიათის თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყაროები. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ხანძთის მაშინდელი წინამძღვარი თეოდორე და მისი ძმა იოანე. 958-966 წლებში თხზულება განაახლა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა, ადარნასე კურაპალატის ძემ. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII საუკუნის მიწურულსა და IX საუკუნეში სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაშლილ სამონასტრო კოლონიზაციას. ეს ის ხანაა, როცა ზედიზედ აღმოცენდა მწიგნობრობის მრავალი კერა. ამ მონასტრებში შექმნილი სულიერი ფასეულობანი საუკუნეთა განმავლობაში ასაზრდოებდნენ ქართულ კულტურას. ძეგლში მხატვრულად არის არეკლილი მთელი მაშინდელი საქართველოს სახე: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული. საყურადღებოა, რომ ნაწარმოებში გაჟღერებულია საქართველოს ეროვნული მთლიანობის იდეა. გიორგი მერჩულეს აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება - "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". თხზულების უძველესი ხელნაწერი XII საუკუნით თარიღდება და იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაშია დაცული. მას ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს მიაკვლია, ხოლო 1902 წელს ნ. მარმა აღწერა და გამოსცა. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში – "მერჩულიული". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.