Jump to content
Planeta.Ge

იონა მეუნარგია (1852-1919)


Recommended Posts

იონა მეუნარგია (1852-1919)

 

http://s61.radikal.ru/i173/0901/93/cef7b59dfb9f.jpg

 

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

 

მარტვილის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ბოლო კურსიდან გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო. ერთხანს სწავლობდა ჟენვასა და პარიზში. საქართველოში 1878 წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ნარკვევები და ფელეტონები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მან დაამკვიდრა ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში ახალი, ე.წ. ბიოგრაფიული ჟანრი, რომელის მიზანი, მეუნარგიას სიტყვით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა "ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერაა".

 

ი. მეუნარგია მიეკუთვნება იმ თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი, ინიციატორი და თანამონაწილე საერო სკოლების გახსნისა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, რუსეთის იმპერიული პოლიტიკისაგან ქართული ენის დასაცავად დაწყებული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი.

 

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავისა და იაკობ გოგებაშვილის მოწოდებით შეიქმნა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია. დაიწყო ძველი ხელნაწერების შეგროვება, მათი ერთმანეთთან შეჯერება, დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ქართველი ერის ნაციონალური სიმდიდრის უნაკლოდ გამოცემა ითავა. მანვე ცნობილი ავსტრიელი მწერლების, არტურ და ბერტა ფონ-ზუტნერების დახმარებით, ფრანგულ და გერმანულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" და საილუსტრაციოდ წარუდგინა ცნობილ უნგრელ მხატვარს მიხაი ზიჩის.

 

წლების განმავლობაში თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე", "კავკაზ", "ტიფლისსკი ვესტნიკ", "ნოვოე ობოზრენიე", ხშირად ასრულებდა გაზეთ "დროების" რედაქტორის მოვალეობასაც.

 

გამორჩეულია იონა მეუნარგია როგორც ბიოგრაფი. მას ეკუთვნის ქართული ბიოგრაფიული რომანი "ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა", საგულისხმო მოგნებები და ნარკვევები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი და დავით ერისთავების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის, გიორგი ჭალადიდელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ამ ღვაწლისათვის მას "ქართველი პლუტარქე" უწოდა.

 

ავტორია ისტორიული მონოგრაფიებისა: "დავით დადიანი და მისი დრო", "ნიკო დადიანი", "ეკატერინე ჭავჭავაძე", ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილებისა და შრომებისა სვანეთისა და აჭარა-ქობულეთის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...