Jump to content
Planeta.Ge

თენგიზ მირზაშვილი (1934-2008)


Recommended Posts

თენგიზ მირზაშვილი (1934-2008)

 

http://s60.radikal.ru/i169/0901/15/d4d2a69fad6d.jpg

 

ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, აკადემიკოსი, 2004 წლის სახელმწიფო პრემიის ნომინანტი.

 

დაიბადა 1934 წელს მესტიაში, მხატვრების ოჯახში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო სერგო ქობულაძის მოწაფე. აკადემიის დასრულების შემდეგ, იქვე განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა. ითვლება ბავშვთა სურათების გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ცნობილმა რეჟისორმა, ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია "ჰამლეტის" გასაფორმებლად. თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი, მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა "გალაკტიონოლოგიის" ორი ტომი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთროში" რედაქტორი. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ლირიკულობა, პოეტური განწყობილება, ფერადოვნება. ნამუშევრები "მწყემსი", "სოფლის დღესასწაული", სერია "თუშეთი" კარგად გადმოსცემს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ კავშირს. მისი ნახატების გამოფენა მოეწყო გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და სხვ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...