Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (1896-1973)


Recommended Posts

კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (1896-1973)

 

http://s60.radikal.ru/i169/0901/5c/4319d02d8946.jpg

 

ქართველი მსახიობი და რეჟისორი. დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია. პირველად სცენაზე გამოვიდა ქუთაისში "ახალგაზრდა მსახიობთა დასში". 1920-იან წლებში მოღვაწეობდა კინოში. პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი" შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "დინა-ძაძუ", "ხანუმა" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით.

 

1929 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა. გადაიღო ფილმი "ბებიაჩემი", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი "თაროზე იდო". შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი - "ქაჯეთი". ავტორია მხატვრული ფილმისა "დაგვიანებული სასიძო" 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ი. პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "ფორპოსტი". ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა. 1945 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...