მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ევგენი მიქელაძე (1903-1937) http://s42.radikal.ru/i097/0901/f8/b04bf84963ce.jpg ევგენი სიმონის ძე მიქელაძე მოღვაწეობდა 1903-1937 წლებში. იყო დირიჟორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია. 1937 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. თბილისის კონსერვატორიასთან დაარსა სტუდენტთა ორკესტრი და აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ისე გაძლიერდა, რომ თამამად იწვევდა საგასტროლოდ არამარტო საბჭოთა კავშირის, არამედ საზღვარგარეთის გამოჩენილ დირიჟორებსა და სოლისტ-შემსრულებლებს. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვში, 1937 წელს გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე, სადაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს "აბესალომ და ეთერსა" და "დაისს". საოპერო ხელოვნების შედევრთაგან მის რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს ოპერა "კარმენი", ვერდის "ოტელო" და "აიდა", პუჩინის "ტოსკა" და ა.შ. მისი დირიჟორობით მომზადდა ახალი ქართული ოპერა - გ. კილაძის "ბახტრიონი" და პირველი ქართული ბალეტი - ა. ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი". მისი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, თუმცა ლირიკულ აღმაფრენას თან სდევდა მკაცრი თვითკონტროლი და შინაგანი დისციპლინა. თანამედროვენი მას ახასათებენ, როგორც ერთ-ერთ უნიჭიერეს დირიჟორს, რომელმაც სწრაფად მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. 1937 წელს იგი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.