მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ფორე (ქრისტეფორე) მოსულიშვილი (1916-1944) http://s59.radikal.ru/i164/0901/62/8f714c5bbcb2.jpg საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ფორე მოსულიშვილიმა წარმატებით დაამთავრა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1939 წელს ის წითელ არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ფორე ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში გადიოდა სამხედრო სამსახურს. ერთ-ერთ ბრძოლაში ის გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. მოსულიშვილი სხვა ტყვეებთან ერთად ჯერ პოლონეთში, კრუშინოს ტყვეთა ბანაკში ჩაიყვანეს, 1943 წელს კი - საფრანგეთში გადაიყვანეს. 1944 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი იტალიის ქალაქ სტრეზაზეში მოხვდა. ფორემ ისარგებლა იმით, რომ გერმანელებმა დაცვა შეასუსტეს, დანარჩენ ტყვეებთან ერთად მთვრალი გერმანელი ჯარისკაცები განაიარაღა და თავი სოფელ ჯენეზიას ტყეს შეაფარა, სადაც იტალიელ პარტიზანთა ჯგუფს შეუერთდა 70-ზე მეტი ქართველით. 1944 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ფორე მოსულიშვილი პარტიზანულ ბრძოლაში ჩაება. მან ტყვეობიდან იხსნა ედო დელგრატო (პარტიზანთა მეთაური) და ძმები გოგიშვილები. ფორე აფეთქებდა ხიდებს, ატყვევებდა გერმანელ ჯარისკაცებს და ა.შ. პარტიზანთა გასანადგურებლად გერმანელებმა გადამწყვეტი ზომების მიღება გადაწყვიტეს და ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს. 1944 წლის 3 დეკემბერს მათ პარტიზანთა ნაწილი, რომელთა შორისაც ფორე მოსულიშვილი და კიდევ 7 ქართველი იყო, ალყაში მოაქციეს და მეთაურის ჩაბარება მოითხოვეს. სხვებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ფორემ მეთაურობა თავის თავზე აიღო და ვიდრე გერმანელებს ჩაბარდებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქართველი მებრძოლი დაკრძალულია ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ არონაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.