მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ვასილ მჟავანაძე (1902-1988) http://s52.radikal.ru/i135/0901/88/b6f99547753b.jpg ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე დაიბადა 1902 წელს ქ. ქუთაისში. 1915-1924 წლებში მუშაობდა მუშად ქ. ხონში. შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში. პარალელურად სწავლობდა სამხედრო სკოლაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი. წარმატებული სამხედრო კარიერის შედეგად მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. იყო სამხედრო საბჭოს წევრი ჯერ ლენინგრადის, ხოლო შემდეგ უკრაინის ფრონტებზე. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქ. გორში. სხვადასხვა საბაბთა მომიზეზებით, აფერხებდა როკის გვირაბის მშენებლობას. იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის ორდენის კავალერი, მაგრამ 1972 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ე.წ. "ცეხავიკებისათვის" ხელის შეწყობის მომიზეზებით. ამავე წლიდან იმყოფებოდა პენსიაზე. გარდაიცვალა 1988 წელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.