Jump to content
Planeta.Ge

მაყვალა მრევლიშვილი (1909-1968)


Recommended Posts

მაყვალა მრევლიშვილი (1909-1968)

 

http://s40.radikal.ru/i087/0901/c9/804a29a14b76.jpg

 

მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი - ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, დაიბადა თბილისში 1909 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი "წერილი აბასთუმნიდან" 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის თემაზე შექმნა პოემა "ჭირნახული", რომელმაც იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. ლექსთა კრებულებმა "ქართვლის უბეში" (1950), "ლექსები" (1958), "ჩემი ზეკარი" (1960) "გულისა" (1961), პოემამ "მზისკენ" (1962) საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

 

საგულისხმოა მისი ღვაწლი საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვთა საყვარელი ლექსები გახდა "დილა მშვიდობისა", "ჯეჯილში", "ჩიტო-ჩიტო", "კიკლი-კიკლი კიბესა" და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ გადამუშავებული ზღაპრები - "ირმისა", "კომბლე". თარგმნა და გამოსცა ლიტერატურული ზღაპარი "მზის დამხსნელი", შარლ დე კოსტერის "ულენშპიგელის ლეგენდა". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებზე. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით. გარდაიცვალა 1968 წელს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...