მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ლეონტი მროველი (XI საუკუნე) http://i066.radikal.ru/0901/76/06a43af264c9.jpg მწერალი, მწიგნობარი, ისტორიკოსი, საეკლესიო მოღვაწე. ლეონტი მროველი ყოფილა რუისის ეპისკოპოსი, საერო, საისტორიო, საეკლესიო და აპოკრიფული მწერლობის ჩინებული მცოდნე, ფლობდა ბერძნულსა და სპარსულ ენებს. მროველი არის ავტორი ნაწარმოებისა "მეფეთა ცხოვრება", რომელიც შესულია "ქართლის ცხოვრებაში" და რომელშიც მოთხრობილია ქართველთა თავგადასავალი მსოფლიო ისტორიასთან კავშირში უძველესი ხანიდან VI საუკუნემდე. ავტორი იყენებს ქართულ, ბერძნულ და სპარსულ წყაროებს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები შეიცავს საგრძნობ ბელეტრისტულ ნაკადს. მროველს შემოაქვს საფალავნო-საგმირო თხრობანი და ფანტასტიკური ამბები, რაც ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურის ელემენტებით ამდიდრებს. ლეონტი მროველის ადრინდელი ნაწარმოებებია ჰაგიოგრაფიული თხზულება "ნინოს ცხოვრება" (ანონიმური "ნინოს ცხოვრების" გადამუშავებული და უცხოური წყაროებით გამდიდრებული ვარიანტი) და, ასევე, მოკლე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები "წამება არჩილ მეფისა", რომელიც ეხება VII აუკუნის მიწურულს და შინაარსობრივად ძალზე ღარიბია ამ ეპოქის ამსახველ ცნობათა სიმცირის გამო. თუმცა, მეცნიერთა ერთი ნაწილის (თ. ჟორდანია, ს. კაკაბაძე და სხვანი) აზრით, შეუძლებელია ლეონტი მროველი ამ ნაწარმოებების ავტორი იყოს, ის მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.