Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ მუხაძე (1879-1945)


Recommended Posts

გრიგოლ მუხაძე (1879-1945)

 

http://s45.radikal.ru/i110/0901/3e/924521fef0c9.jpg

 

ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერული და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

 

დაიბადა თბილისში. 1908 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. გრიგოლ მუხაძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტისა და მისი სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. 1924-25 წწ. იყო თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (ამჟ. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო) დირექტორი. 1932 წელს, თბილისში მისი თაოსნობით შეიქმნა სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური, რომლის პირველი დირექტორი თავად იყო (ამჟ. მისი სახელობის სისხლის გადასხმის ინსტიტუტი). დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა ევაკოჰოსპიტლების კონსულტანტად. 1946 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.

 

დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, ონკოლოგიისა და ქირურგიის სხვა დარგების განვითარებაში. შეისწავლა ანესთეზიოლოგიის, გულსისხლძარღვთა, სისხლის გადასხმის და სხვა საკითხები. იყო საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...