Jump to content
Planeta.Ge

პეტრე მშვენიერაძე (1929-2003)


Recommended Posts

პეტრე მშვენიერაძე (1929-2003)

 

http://s50.radikal.ru/i130/0901/7e/670f2e716f68.jpg

 

ქართველი წყალბურთელი, საქართველოში სპორტული ცურვისა და წყალბურთის ფუძემდებლის, ლუკა იოაკიმიდის მოსწავლე. თამაშობდა თბილისისა და მოსკოვის "დინამოში" იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1950-63) და კაპიტანი (1953-63). 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე იგი იყო წყალბურთელთა საბჭოთა ნაკრების გუნდის კაპიტანი. ამ ოლიმპიადაზე ნაკრებმა უნგრელთა წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი უდიდესი მნიშვნელობის იყო განსაკუთრებით უნგრელებისთვის, რომელთაც რამდენიმე კვირა სრულ იზოლაციაში გაატარეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე და მხოლოდ ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ სამი კვირით ადრე საბჭოთა ინტერვენციას ათასობით უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატჩზე გამოსული უნგრეთის ნაკრები არჩევანის წინაშე იდგა: ეთამაშათ ნორმალური მატჩი თუ ებრძოლათ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ უნგრელების სწრაფვა თავისუფლებისკენ. მათ ბრძოლა არჩიეს. მატჩი, რომელშიც სისხლი და ემოციები ჭარბობდა სპორტს და რომელიც ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სისხლიან მატჩად შევიდა, ცივი ომის სიმბოლოდ იქცა და უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა. საბჭოელებმა ოლიმპიადაზე მხოლოდ მე-3 ადგილი მოიპოვეს. უკეთესი შედეგი ჰქონდა მშვენიერაძეს 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე, სადაც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ასევე ვერცხლისა (1962) და ბრინჯაოს (1958) მედლები. არის საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1949). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. პეტრე მშვენიერაძე 2003 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა მოსკოვში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...