მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ვანო მჭედლიშვილი (1903-1970) http://s44.radikal.ru/i106/0901/e2/116145d45b86.jpg ქართველი ლოტბარი. დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში. მამამ სიმღერას ბავშვობიდან აზიარა. შესანიშნავად უკრავდა ფანდურზე და ძმასთან ერთად მღეროდა. 1923-24 წლებში კაკაბეთში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი და სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც ლოტბარის, ბიოგრაფია. 1927 წელს პოეტმა იოსებ მჭედლიშვილმა თბილისში ჩამოიყვანა. მანვე შექმნა 7-8 კაციანი მომღერალთა ჯგუფი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1929 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვ. მჭდლიშვილი უკვე თავისი გუნდით წარსდგა და ჟიურის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 1930 წელს მიხო ჯიღაურთან ერთად იმოგზაურა მოსკოვ-ლენინგრადში და ფირფიტაზე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა. 1940 წლიდან ვანო მჭედლიშვილი გადაყვანილ იქნა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და სწორედ აქ გამოჩნდა მისი, როგორც ლოტბარის, არაჩვეულებრივი ნიჭი. მან პირველად ააჟღერა მთელი რიგი ქართლ-კახური სიმღერებისა, რომლებიც დღემდეა რეპერტუარში. აღსანიშნავია ვანოს, როგორც სიმღერების შემკრებისა და აღმდგენელის მოღვაწეობა. მას ფეხით აქვს მოვლილი ქართლ-კახეთის სოფლები. არ დატოვა არც ერთი სიმღერის მცოდნე, რომლისგანაც სიმღერები არ შეესწავლოს, აღსანიშნავია, რომ ვანოს პროფესიულ-მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ მას ზეპირად უხდებოდა სიმღერის შესწავლა და ასევე ზეპირად გადასცემდა სხვას. მან დაკარგვას გადაარჩინა "ჩაკრულო", "გარეკახური მრავალჟამიერი", "შემოძახილი", "ტურფანი სხედან ჩარდახსა", "შენ, ბიჭო, ანაგურელო" და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბევრი სიმღერა, პირადად ვანოს მიერ არის დამუშავებული. მაგ: "კალოსპირული", "წინწყარო", "არხალალო" და სხვა. სიმღერების შეკრება-აღდგენისა და დამუშავების გარდა ეწეოდა დიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს, ხელმძღვანელობდა გუნდებს. აღზარდა მთელი პლეადა მომღერლებისა - საკმარისია დავასახელოთ ჰამლეტ გონაშვილი, რომლის, როგორც მომღერლის, ჩამოყალიბებაში ვანო მჭედლიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.