მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 კოლაუ (ნიკოლოზ) ნადირაძე (1895-1990) http://s49.radikal.ru/i124/0901/dc/033526f117ab.jpg ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელების" სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ "ცისფერ ყანწებში". პირველი წიგნი "ბალდახინი" გამოსცა 1920 წ. კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მისი სწრაფვა ჰარმონიისაკენ გამოიკვეთა ლექსებში: "ოცნება საქართველოზე", "მთვარის წყალობა", "ჩემს ბავშვებს", "თამარის ხიდი" და სხვა. პოეტისთვის გადამწყვეტია ეროვნული სულისკვეთება, მისი შთაგონების წყაროა ქართველ წინაპართა დიდებული სახეები და მისი ღვაწლმოსილი თანამედროვენი. ავტორია პოემებისა, მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. http://s52.radikal.ru/i137/0901/51/dea23528ec79.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.