მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 რევაზ ნათაძე (1903-1984) http://s61.radikal.ru/i173/0901/8d/0246abec3811.jpg ქართველი ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით. მუშაობა დაიწყო იქვე, ფსიქოლოგიის კათედრაზე. 1950 წლიდან იყო ამ კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც: ფსიქოტენიკური ლაბორატორიის გამგედ, სატრანსპორტო ფსიქოტენიკური ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელად, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სექტორის გამგედ, გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. თანამშრომლობდა ჟურნალ "ვოპროსი ფსიხოლოგია"-ში, იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავრი სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1964-74 წლებში საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებამ პრეზიდენტად აირჩია. მისი მრავალმხრივი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში. რევაზ ნათაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებებია: ცნების ჩამოყალიბების ფსიქოლოგია და მისი ონტოგენოზი, სივრცის მიმართულებათა აღქმის ძირითადი ფაქტორების პრობლემა, წარმოსახვითი განწყობის შემუშავება, სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლების პრობლემა და სხვა. არის ფსიქოლოგიის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.