მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 შოთა ნიშნიანიძე (1929-1999) http://s61.radikal.ru/i171/0901/27/fd1f1f2d5664.jpg ქართველი პოეტი. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურის კურსებზე. 1947 წელს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი, ხოლო 1956 წელს - პირველი პოეტური კრებული "მე და შენ". 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1977 წელს - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. ამავე წლიდან იყო ჟურნალ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1981 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. შოთა ნიშნიანიძის ლექსებმა მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. მისი პოეზია გამსჭვალულია როგორც ქართული პოეზიის ტრადიციების ერთგულებით, ისე თანამედროვეობის პრობლემების გაბედული გააზრებით. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.