Jump to content
Planeta.Ge

ვიქტორ ნოზაძე (1893-1975)


Recommended Posts

ვიქტორ ნოზაძე (1893-1975)

 

http://s54.radikal.ru/i144/0901/09/b96ec4c2bcad.jpg

 

რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე.

 

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად.

 

1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. აქ წამოიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი.

 

ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული "ჩხრეკა". ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები:

 

"ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება" (1953, ბუენოს-აირესი),

 

"ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება" (1957, სანტიაგო დე ჩილე),

 

"ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება" (1959, სანტიაგო დე ჩილე),

 

"ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება" (1959, სანტიაგო დე ჩილე),

 

"ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეყველება" (1963, პარიზი),

 

"ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება" (1975, პარიზი) ამ მეექვსე წიგნის გამოცემას ვეღარ მოესწრო. ხანდაზმულობის მიუხედავად, 82 წლის იყო, გატაცებით მუშაობდა და წიგნის მეოთხე ნაკვეთს აწყობდა, როდესაც ავად გახდა და რვა დღეში გარდაიცვალა. ჩაფიქრებული ჰქონდა ამ ციკლის კიდევ არაერთი წიგნის დაწერა.

 

მისი ერთი თანამედროვე ასე გამოეთხოვა მეცნიერს: "მთელი სიცოცხლე საქართველოს საქმეს შეალიე, შენ სხვა ცხოვრება არ გქონია. შესანიშნავი გაკვეთილი დაგვიტოვე იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი ქართველი თავის წმინდა მოვალეობას". თვითონ ვიქტორ ნოზაძე კი ამბობდა: "ასეთია ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწრდიო".

 

ვიქტორ ნოზაძეს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა.

 

დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...