Jump to content
Planeta.Ge

იოსებ ნონეშვილი (1918-1980)


Recommended Posts

იოსებ ნონეშვილი (1918-1980)

 

http://s47.radikal.ru/i115/0901/9a/ac15b6ae3bb3.jpg

 

იოსებ ნონეშვილმა 1942 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში, ის ფრონტზე იბრძოდა. ომის დამთავრების შემდეგ, 1947-50 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "დილას", ხოლო 1963-66 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი.

 

1966 წელს ნონეშვილი აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად. ამ თანამდებობაზე დარჩა ის სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად, 1973 წლიდან იოსები იყო მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

პირველი ლექსი პოეტმა 1938 წელს გამოაქვეყნა. 1940 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "ლექსები".

 

ნონეშვილის პოეზია გამორჩევა განცდათა სიმდიდრე-სინატიფით. იგი მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის ადრეულ შემოქმედებაში ჭარბობდა სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: "საუბარი ნაძვებთან", "ფრთხილად იყავი", "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა" და სხვა. შემდგომ, მის პოეზიაში წინ წამოიწია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებმა: "ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია", "შემოდგომა თბილისში", "ელადის ყვავილები" და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

 

იოსებ ნონეშვილი არის შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (მიენიჭა 1981 წელს, გარდაცვალების შემდეგ).

 

დაჯილდოებულია ორდენებით.

 

http://i013.radikal.ru/0901/d1/0a012caaca56.jpg

 

http://s52.radikal.ru/i135/0901/93/fedbab4d6fc8.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...