Jump to content
Planeta.Ge

ოთარ ონიაშვილი (1915-1968)


Recommended Posts

ოთარ ონიაშვილი (1915-1968)

 

http://s59.radikal.ru/i165/0812/48/839507621e04.jpg

 

ქართველი მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.

 

დაიბადა თბილისში. 1935 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, მუშაობდა ჯერ მოსკოვის, ხოლო შემდეგ თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. სამეცნიერო ნაშრომები აქვს მიძღვნილი გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი. საფუძველი ჩაუყარა ამ დარგის განვითარებას საქართველოში, აგრეთვე გარსთა ტექნიკური თეორიის ქართულ სკოლას. ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხალის გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი აღმასკომის წევრი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავრი სარედაქციო კოლეგიისა და ინგლისური გამოცემის "მყარი მექანიკის მიღწევების" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

 

ოთარ ონიაშვილი იყო ცნობილი პოლიგლოტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...