Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ ორბელიანი (1804-1883)


Recommended Posts

გრიგოლ ორბელიანი (1804-1883)

 

http://s50.radikal.ru/i128/0812/d5/a4c401199e7b.jpg

 

გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი, ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, დაიბადა 1804 წელს თბილისში, დიდგვაროვან ოჯახში. იყო ერეკლე II-ის შთამომავალი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა რუსეთის მიერ ირანისა და თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიებში. ნოვგოროდში მსახურობდა, როცა 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. ავლაბრის ყაზარმებში პატიმრობის შემდეგ გაგზავნეს კავკასიის სამხედრო ხაზზე. თავი გამოიჩინა მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. 1843 წლიდან დაინიშნა ავარიის მმართველად და დაღესტნის ჯარების უფროსად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ერთხანს მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. 1871 წელს მეფის ხელისუფლებამ 50 წლის იუბილე გადაუხადა. ამავე წელს თბილისში ჩამოსულმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა, თუმცა ქართველი საზოგადოება მას უფრო აფასებდა, როგორც რომანტიზმის ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს, რომლის შემოქმედებაც ღრმა ლირიზმითა და პატრიოტიზმით გამოირჩევა. მის ლექსებში, გარდა რომანტიზმისთვის დამახასიათებელი თემებისა, მძაფრად დგას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის საკითხი, იგრძნობა საბრძოლო შემართება. 1832 წლის შეთქმულების შემდეგ, გადასახლებაში მყოფი, წერს სევდიანი ლირიზმით აღსავსე ლექსებს: "ჩემს დას ეფემიას", "იარალის", "ჰეი, გონებავ". ლირიზმი კიდევ უფრო ძლიერდება, იმ ლექსებში, რომლებიც სამშობლოს წარსულს ეძღვნება: "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში", პოემაში "სადღეგრძელო", რომელიც ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. გრიგოლ ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური თხზულებისა. 1870-იან წლებში გამოეხმაურა ძველი და ახალი თაობის ურთიერთობას, რომელმაც იმ ხანებში მწვავე ხასიათი მიიღო. ლექსებში "პასუხი შვილთა", "დროების ათი წლის იუბილე" გრიგოლ ორბელიანი დაუპირისპირდა "სამოციანელთა" მოღვაწეობას.

 

გარდაიცვალა 1883 წელს. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...