Jump to content
Planeta.Ge

სერგო ორჯონიკიძე (1886-1937)


Recommended Posts

სერგო ორჯონიკიძე (1886-1937)

 

http://s47.radikal.ru/i115/0812/9d/89e69e21268e.jpg

 

გრიგოლ კონსტანტინეს ძე (სერგო) ორჯონიკიძე, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, 1920 წლიდან ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარე. იყო აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების დღეს, მან ვ. ი. ლენინსა და ი. ბ. სტალინს გაუგზავნა დეპეშა "თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!"

 

დაიბადა 1886 წელს სოფელ ღორეშაში, აზნაურის ოჯახში. სწავლობდა თბილისის საფერშლო სკოლაში. იქვე მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული წრის მუშაობაში. 1905 წელს დააპატიმრეს რევოლუციური რაზმებისათვის იარაღის გადმოტანის დროს. 1907 წლიდან მოღვაწეობს ბაქოში, სადაც კვლავ აპატიმრებენ და ასახლებენ ენისეის გუბერნიაში, თუმცა ახერხებს ციხიდან გაქცევას და ემიგრაციაში მიდის ირანში. იქ მონაწილეობს 1905-11 წწ. რევოლუციაში. 1910 წლიდან პარიზში მიემგზავრება, სადაც სწავლობს ლენინის მიერ მოწყობილ ლონჟიუმოს პარტიულ სკოლაში. ლენინისავე დავალებით მალე რუსეთში ბრუნდება, თუმცა კვლავ აპატიმრებენ და ციმბირში სამი წლით კატორღასა და სამუდამო გადასახლებას უსჯიან. 1917 წლის რევოლუციამ გადასახლებაში მოუსწრო. ამავე წლიდან პეტროგრადში დაბრუნდა და ლენინის წინადადებით რსდმპ(ბ) პეტროგრადის კომიტეტის წევრი გახდა. მისი შემდგომი სამხედრო და პარტიული კარიერა აღინიშნა სხვადასხვა მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობებითა და ჯილდოებით, მაგრამ 1937 წელს სტალინურ რეპრესიებს ვერც ის გადაურჩა. ხელისუფლების მხრიდან მძიმე დაპირისპირებისა და ზეწოლის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...