Jump to content
Planeta.Ge

პეტრე ოცხელი (1907-1937)


Recommended Posts

პეტრე ოცხელი (1907-1937)

 

http://s42.radikal.ru/i095/0812/18/3e1a9027ad5b.jpg

 

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა შესანიშნავი ესკიზები. მის ნამუშევრებში ჩანს დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა და პოეტურობა.

 

ქართველი თეატრის მხატვარი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში, იქვე სწავლობდა რეალურ სასწავლებელში და პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. 1927 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში. პირველი სპექტაკლი, რომელიც მან გააფორმა, იყო ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". შემდეგ მარჯანიშვილმა იგი ქუთაისის ქართულ დრამატულ თეატრში მიიწვია, სადაც გააფორმა შ. დადიანის "კაკალ გულში" და კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა". ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მხატვარმა თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა შესანიშნავი ესკიზები. მის ნამუშევრებში გამოჩნდა მხატვრის დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა და პოეტურობა. სპექტაკლები: შექსპირის "ოტელო", პოგოდინის "ფოლადის პოემა" და ა.შ. გამოირჩევა მხატვრის მიერ სივრცის აღქმის უტყუარი ალღოთი და ავტორის უნარით ღრმად ჩაწვდეს ნაწარმოების შინაგან არსს.

 

1931 წელს კ. მარჯანიშვილმა მოსკოვის კორშის თეატრში დადგა ჰ. იბსენის "მშენებელი სოლნესი". სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა პეტრე ოცხელი მიიწვია. მხატვარს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. იგი დარჩა მოსკოვში დაწარმატებით იმუშავა მცირე თეატრში.

 

1937 წელს კ. სტანისლავსკიმ გადაწყვიტა ჯ. ვერდის "რიგოლეტოს" დადგმა. გამოცხადდა კონკურსი სპექტაკლის გაფორმებაზე, კონკურსში ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა.

 

პ. ოცხელმა მხოლოდ 9 სეზონი იმუშავა თეატრში, მაგრამ ამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის ინდივიდუალური სახის შექმნაში.

 

1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო - 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...