Jump to content
Planeta.Ge

კირილე პაჭკორია (1888-1957)


Recommended Posts

კირილე პაჭკორია (1888-1957)

 

http://s50.radikal.ru/i128/0812/84/9672e5992f80.jpg

 

ქართველი მომღერალი, ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

 

კირილე პაჭკორიამ დაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. ფოთშივე გაიცნო ქართული სიმღერის დიდი მოამაგე ავქსენტი მეგრელიძე, რომლის გუნდშიც ოთხი წელი მღეროდა. მან შეისწავლა მრავალი სიმღერისა თუ საგალობლის სხვადასხვა ხმა.

 

1908 წელს პაჭკორიების ოჯახი საცხოვრებლად გუდაუთაში გადავიდა. სწორედ აქ წარსდგა კირილე პაჭკორია მსმენელის წინაშე, როგორც დამოუკიდებელი ლოტბარი. გარდა ამისა, კირილე გუდაუთიდან სოხუმში ჩადიოდა და ძუკუ ლოლუას გუნდში მღეროდა. ძუკუს ძალიან მოსწონდა კირილეს ხმა და შესრულების წმინდა ხალხური მანერა.

 

1918 წელს კირილე პაჭკორიამ ოჩამჩირეში გუნდი დააარსა. 1921 წლის 9 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა ძუკუ ლოლუა. მის გუნდს კიწი გეგეჭკორი ჩაუდგა სათავეში, მოადგილედ და ადმინისტრატორად კი კირილე პაჭკორია დაინიშნა. 1925 წლიდან ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდს უკვე კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა. მას ხალხური სიმღერების საუკეთესო ცოდნასთან ერთად ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარიც აღმოაჩნდა. მალე გუნდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მობილურ და ორგანიზებულ მხატვრულ კოლექტივად იქცა. აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ამ გუნდმა გაიტანა ქართული ხალხური სიმღერა საქართველოს გარეთ.

 

1937 წელს მოსკოვში პირველად ჩატარდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა, სადაც დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულმა გუნდმა ფურორი მოახდინა. 1939 წლის ბოლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში.

 

კირილე პაჭკორია დაკრძალულია თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...