Jump to content
Planeta.Ge

იოანე პეტრიწი (XI-XII)


Recommended Posts

იოანე პეტრიწი (XI-XII)

 

http://s48.radikal.ru/i122/0812/08/d584d482b08b.jpg

 

XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი. გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებენ. ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მე-18 საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ მიქაელ პსელოსი და იოანე იტალოსი. იოანე ჯერ პეტრიწონის მონასტერში დასახლდა, შემდეგ - შავ მთაზე, ეფრემ მცირესთან, ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. მისი ორიგინალური ნაშრომია "განმარტება პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად". თარგმნა არისტოტელეს "ტოპიკა" და "განმარტებისათვის". იოანე პეტრიწის შეხედულებებს აშკარად ეტყობა საერო განწყობილება, რაც ყველაზე თანმიმდევრულად რუსთაველის ჰუმანიზმში გამოიხატა.

 

იოანე პეტრიწის მიხედვით, არსი მთლიანობაა, რომლის უმაღლესი საფეხური ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი - ხილული სამყარო. მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე. სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მან ბერძნულიდან მრავალი წიგნი თარგმნა და გადმოაქართულა.

 

იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურული სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე. მან დიდი გავლენა მოახდინა ძველ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...