Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე პიპინაშვილი (1912-1969)


Recommended Posts

კონსტანტინე პიპინაშვილი (1912-1969)

 

http://s47.radikal.ru/i115/0812/f2/f730f3273f21.jpg

 

ქართველი კინორეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1912 წლის 2 ოქტომბერს. 1930-1931 წლებში მუშაობდა მოძრავ საკოლმეურნეო თეატრში ელექტრომექანიკოსად. 1931-1932 წლებში კი - "სახკინმრეწვში" ნახატი და მულტფილმების საამქროს მხატვრად.

 

1936 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 1939 წელს - ორწლიანი კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (მისი პედაგოგი იყო სერგეი ეიზენშტეინი).

 

გადაიღო ფილმები: "ქაჯანა" (ნ. ლომოურის ნაწარმოების მიხედვით 1941), "ხიდი" (1942), "ოქროს ბილიკი" (1945), "აკაკის აკვანი" (1947), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე" (1958), "სად არის შენი ბედნიერება, მზია" (1959), "ზღვის შვილები" (1964) და სხვა. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის ორდენითა" და მედლებით. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1967 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

 

გარდაიცვალა 1969 წელს ქალაქ თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...