Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ ჟვანია (1963-2005)


Recommended Posts

ზურაბ ჟვანია (1963-2005)

 

http://s54.radikal.ru/i145/0812/ee/5478d419a6ce.jpg

 

ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც 1988 წელს შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები". ამ მოძრაობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზურაბ ჟვანია.

 

1992 წელს ჟვანია გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამავე წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომლის გენერალურ მდივნადაც ზ. ჟვანია იქნა არჩეული. 1995-1999 წლებში ჟვანია უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტის მიერ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა სრულებით ახალი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

1999 წლის 27 აპრილს ზურაბ ჟვანია სიტყვით წარსდგა ევროსაბჭოს წინაშე, სადაც საჯაროდ განაცხადა: "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი". ბევრი თვლის, რომ სწორედ ეს სიტყვები ასახავს ზუსტად საქართველოს ისტორიული ბედის ჟვანიასეულ ხედვას.

 

2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან და დაუპირისპირდა პრეზიდენტ ე. შევარდნაძის მთავრობას. 2002 წელს მან დატოვა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური პარტია "გაერთიანებული დემოკრატები".

 

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წელს, ახალი პარლამენტის მიერ ჟვანია დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 18 თებერვალს - პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

 

ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა 2005 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...