მდა Posted December 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2008 თევდორე ჟორდანია (1854-1916) http://i010.radikal.ru/0812/32/8c46a62f00d0.jpg ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და ფილოლოგი. 1875 წელს დაამთვრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1879 წელს - მოსკოვის სასულიერო აკადემია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედეგოგად, საეკლესიო მუზეუმის გამგედ, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ, სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსების ინსპექტორად და სხვა. 1880 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1889 წლიდან - საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, ხოლო 1899 წლიდან საეკლესიო სიძველეთა საცავის მზრუნველი კომიტეტის წევრი, 1907 წლიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. თედო ჟორდანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლინებაში. მან მრავალგზის იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეკრიბა დიდძალი მასალა (ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა), კრიტიკულად განიხილა და გამოაქვეყნა ისინი. მასვე ეკუთვნის მონუმენტური ნაშრომი: "ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა". ნიშანდობლივია ის, რომ ამ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი მასალა საქართველოს წარსულზე. მრავალი მათგანი შემდგომში განადგურდა და სწორედ თედო ჟორდანიასეული გამოცემის სახით შემორჩა საქართველოს ისტორიოგრაფიას. აღსანიშნავია ჟორდანიას ღვაწლი ძველი ქართული მწერლობის შესწავლის საქმეშიც. ის იკვლევდა: მიქაელ მოდრეკილის, არსენ დიდი საფარელის, მამუკა თავაქალაშვილის, იოსებ თბილელის, თეიმურაზ პირველისა და სხვათა ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, ქართული ბიბლიის წარმოშობას, ჰაგიოგრაფიულ და ჰიმნოგრაფიულ ძეგლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟორდანიას "დავით გურამიშვილი და მისი დრო" და "ანტონ I - საქართველოს კათალიკოსი, ვლადიმირის და იაროსლავლის არქიეპისკოპოსი" რუსულ ენაზე. მასვე ეკუთვნის "ქართული გრამატიკა", რომელიც გამოირჩევა მასალის ორიგინალური დალაგებით, საკითხების ახლებური გააზრებითა და თავისებური ტერმინოლოგიით. თედო ჟორდანია გარდაიცვალა 1916 წლის 22 ოქტომბერს, კასპში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.