Jump to content
Planeta.Ge

ვლადიმერ ჟღენტი (1891-1972)


Recommended Posts

ვლადიმერ ჟღენტი (1891-1972)

 

http://s44.radikal.ru/i103/0812/8d/7937461561ea.jpg

 

შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს.

 

ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1922-1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის) პათანატომიის კათედრის გამგე. ჟღენტმა დააარსა პათოლოგ-ანატომიის კათედრები ზოოვეტსა (1932-1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935-1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932-1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1945 წლიდან - პრორექტორი), 1954-1958 წწ. თავმჯდომარეობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამეცნიერო საბჭოს.

 

ვლადიმერ ჟღენტი შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა) და იყო მისი თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...