Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ჩიტაია (1890-1986)


Recommended Posts

გიორგი ჩიტაია (1890-1986)

 

1907 წელს გიორგი ჩიატაიამ დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი, 1911 წელს კი - თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია. იმავე წელს მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე წელი პედაგოგად მუშაობდა ფოთის გიმნაზიაში, ხოლო 1922 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გადავიდა. სხვადასხვა დროს ჩიტაია იყო: ეთნოგრაფიული სექციის ხელმძღვანელი, ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე, ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიულ ინსტიტუტში, საქართველოსა და კავკასიის ეთნოგრაფიული სექტორების გამგე, საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე. მისი თაოსნობით 1940 წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიული კათედრა, ასევე ებრაელთა ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი თბილისში. პროფესორი ხელმძღვანელობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებას საქართველოში. მანვე შექმნა პირველი სალექციო კურსი, ზოგადი ეთნოგრაფიის შესავალი, საფუძვლიანად შეისწავლა ქართველი ხალხის სამიწათმოქმედო კულტურა, დაადგინა სახვნელი იარაღების განვითარების ძირითადი ფორმები. გიორგი ჩიტაიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგენეტიკური პრობლემების კვლევაში. ის იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...