Jump to content
Planeta.Ge

აკაკი ხოშტარია (1873-1932)


Recommended Posts

აკაკი ხოშტარია (1873-1932)

 

http://s55.radikal.ru/i150/0812/03/d11cd913a79c.jpg

 

ქართველი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი.

 

ხოშტარიამ დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. მისი სამოქმედო ასპარეზი უმთავრესად სპარსეთი იყო. პირველ მსოფლიო ომამდე მან ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ფირმა "რუპენტო"-ს, ყველაზე დიდსა და ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციას, რაც კი ოდესმე შეექმნათ ქართველებს. აღსანიშნავია, რომ ფირმა "რუპენტო" და თურქულ-სპარსული "ხოშტარიას ბანკი" მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს.

 

თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვ.

 

1918 წელს ხოშტარიამ თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. სწორედ ამ სახლში განთავსდა შემდგომში მწერალთა სასახლე.

 

ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, თბილისში ახლადშექმნილ "საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას" ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს გადასცა საჩუქრად. მისი ხარჯით საზღვარგარეთ განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდა. ხოშტარიამ საკუთარი სახსრებით დააფინანსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი რიგი ღონისძიებები.

 

აკაკი ხოშტარია დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...