მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 იან ჰომერი (1898-1981) http://s53.radikal.ru/i139/0812/2a/7ede368c5110.jpg ჩოგბურთელი, ქართული საჩოგბურთო სკოლის ფუძემდებელი. წარმოშობით ბერძენი და საფრანგეთში დაბადებული იან ჰომერი საქართველოში ჩამოვიდა მამასთან ერთად, რომელიც ინგლისურ კომპანიაში მუშაობდა ჭიათურაში. სწორედ იქ ააგეს ინგლისელებმა საქართველოში პირველი კორტი და იან ჰომერიც თავიდანვე დაინტერესდა თამაშით. ჩოგბურთი მალე გახდა პოპულარული, აკაკი წერეთლის ბიძაშვილის, ლიზა წერეთლის ეზოში მოწყობილ კორტზე თამაშს ხშირად დიდი მგოსანიც ესწრებოდა ხოლმე. ჰომერების ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ იანი აქტიურად განაგრძობდა ჩოგბურთის თამაშს და, ამავდროულად, ახალგაზრდებსაც წვრთნიდა. ათი წლის მანძილზე (1918-1927) იგი თბილისისა და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. იან ჰომერმა აღზარდა ქართველ ჩოგბურთელთა მთელი პლეადა. გარდა სპორტული მოღვაწეობისა, იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოგზაურობდა საქართველოში და წერდა სტატიებს სპორტის შესახებ. 1937 წლის რეპრესიები იან ჰომერსაც შეეხო, ის შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს. ჯოჯოხეთურ პირობებში მყოფმა სპორტსმენმა მოყინვის გამო რამდენიმე თითი დაკარგა, მაგრამ სულით არ დაცემულა, ისევ ჩოგბურთმა იხსნა - ბანაკში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ჩოგნები და ხელმძღვანელობა კორტის აგებაზე დაითანხმა. 1948 წელს იან ჰომერს ქუთაისში ცხოვრების ნება დართეს. იქ მან ასფალტის კორტი მოაწყო და საყვარელი საქმე განაგრძო. თბილისში დაბრუნებული სპორტსმენი სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად ემსახურებოდა ჩოგბურთის პოპულარიზაციას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.