Jump to content
Planeta.Ge

დავით (დოდო) აბაშიძე (1924-1990)


Recommended Posts

დავით (დოდო) აბაშიძე (1924-1990)

 

http://i059.radikal.ru/0812/a8/887739d15194.jpg

 

მსახიობი, საქართველოს სახლხო არტისტი (1967), შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1949-56 წლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა ოცზე მეტი როლი. შემდეგ კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი გახდა. მონაწილეობდა ფილმებში: "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი", "თეთრი ქარავანი", "ხევსურული ბალადა", "მაცი ხვიტია", "დიდი მწვანე ველი", "ვერის უბნის მელოდიები", "არ იდარდო", "რაჭა - ჩემი სიყვარული", "დათა თუთაშხია", "ყვარყვარე", "დიდოსტატის მარჯვენა", ფილმისთვის - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" - მინსკის IV საკავშირო კინოფესტივალზე (1970), მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ხოლო მისი იასონი "პირველი მერცხალში" თეირანის IV საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს ჯიხვით" აღინიშნა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (1975) და სხვ. დოდო აბაშიძემ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984). ფილმი დაჯილდოვდა პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

მსახიობი მკვეთრი ფერებით ასახიერებდა დრამატულ, კომედიურ თუ გროტესკულ სახეებს. სარგებლობდა ქართველი მაყურებლის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...