მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 ლადო ასათიანი (1917-1943) http://i002.radikal.ru/0812/78/b289250144a9.jpg ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შედეგ თბილისში ცხოვრობდა. პირველი ლექსი "თებერვლის დილა" 19 წლისამ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - 23 წლისამ და მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, რომელიც დღემდე არ განელებულა. მან ქართულ პოეზიაში თავისი გამორჩეული, ომახიანი ხმა შემოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ქართველი, ლადო ასათიანის ერთი ლექსი მაინც არ ესწავლოს: "სალაღობო", "ლხინი კახელებთან", "ქართლის გზებზე", "კრწანისის ყაყაჩოები" მართლაც რომ დაუვიწყარია. ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. სიცოცხლის ბოლო სამი წელი საბედისწერო და ამავე დროს, შემოქმედებითად დატვირთული გამოდგა. ჭაბუკობიდანვე სიკვდილის ნიშნით დაღდასმული თითქოს ჩქარობდა, ცდილობდა, სიკვდილისათვის დაესწრო და ყველაფერი ამოეთქვა, ბოლომდე დამწვარიყო. პოეტი სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა გარდაიცვალა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ოცდახუთი წლის შემდეგ კი გადაასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. http://s52.radikal.ru/i137/0812/60/45a964945dad.jpg http://s45.radikal.ru/i110/0812/d5/cac1dabd1368.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.