Jump to content
Planeta.Ge

ბაგრატ III (960-1014)


Recommended Posts

ბაგრატ III (960-1014)

 

http://s41.radikal.ru/i091/0812/77/0750c1414165.jpg

 

გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.

 

გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის, აფხაზთა მეფის, თეოდოსის დის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა დაქსაქსული და დასუსტებული ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლას.

 

975 წელს დავით III ქართლის ერისთავის, იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, მცირეწლოვანობის გამო კი თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. აფხაზთა მეფეს, თეოდოსს, შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამითა და მამობილით - სამხრეთ საქართველოს მემკვიდრე გახდა.

 

ბაგრატის უმთავრესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო. ამის მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა კახეთის სამეფოს ლაშქარი მოიშველიეს და ბაგრატ III-ის დედ-მამა შეიპყრეს. დავით III-მ ფეოდალთა ეს გამოსვლა აღკვეთა. შემდეგ უკვე ბაგრატმა დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, ქავთარ ტბელის მეთაურობით, კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და კლდეკარის საერისთავოც შემოიერთა.

 

1001 წელს გარდაიცვალა დავით III და მისი სამეფოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატის ცდა, დაებრუნებინა ეს ტერიტორია, უშედეგოდ დამთავრდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მან შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი და კახეთ-ჰერეთი. იმ დროიდან ბაგრატ III აფხაზთა და ქართველთა მეფედ იწოდებოდა. საქართველოს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატმა აიძულა რანის მფლობელი ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. გაერთიანების განმტკიცებისათვის მეფე ზოგჯერ უკიდურეს ზომებსაც მიმართავდა - თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და ციხეში დაამწყვდია.

 

ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო, მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. მის დროს აიგო ქართული არქიტექტურის ცნობილი ძეგლები - ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა. XI საუკუნის მემატიანე ბაგრატ III-ს "დიდ მეფეს" უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დაკრძალულია ბედიაში, იქვეა გამოსახული მისი პორტრეტიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...