მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 აკაკი ბაქრაძე (1928-1999) http://s56.radikal.ru/i153/0812/8f/b069f06f62fb.jpg კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე "ჩვენი ეზო" გამოაქვეყნა 1957 წელს, პირველი წიგნი "კინოკრიტიკული ეტიუდები" და "კრიტიკული წერილები" - 1966 წელს. კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. აკაკი ბაქრაძე ავტორია მონოგრაფიებისა: "წიწამური (ილია ჭავჭავაძე)", "ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)", "ნიკო ნიკოლაძე", "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი", "მითოლოგიური ენგადი", მოგონებებისა და კრიტიკული და პუბლიცისტური წერილებისა. აკაკი ბაქრაძე პუბლიცისტიკაში ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებელი იყო. ღრმად სწავლობდა ისტორიულ, ლიტერატურულ, ხელოვნების საკითხებს და მოურიდებლად ამხელდა ნაკლს, გადაცდომასა თუ დანაშაულს. მის ყოველ წიგნსა და წერილს მკითხველი ინტერესით ეცნობოდა, ოფიციოზი კი ცდილობდა აეკრძალა და დაემახინჯებინა. კომუნისტური მმართველობის დროს მან გაბედა და პირველმა დაწერა, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი. 80-იან წლებში აკაკი ბაქრაძის წიგნებმა და სტატიებმა, საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის წარმოქმნაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alqimikosi Posted April 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2011 სულ მიკვირდა ამ ადამიანს სად ეტეოდა ამდენი ცოდნა :vedreba: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.