Jump to content
Planeta.Ge

მამა გაბრიელი (1929-1995)


Recommended Posts

მამა გაბრიელი (1929-1995)

 

http://s61.radikal.ru/i171/0812/aa/85639b4b9869.jpg

 

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი.

 

დაიბადა თბილისში, მტკიცე ხასიათის კომუნისტის, ვასილ ურგებაძის ოჯახში, რომელიც ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და რომელსაც აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით მამა გაბრიელი ბავშვობაში ხშირად ქვიშაში ეკლესიას აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა, ეს სანთლებიაო. დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში, თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. იმავე ეკლესიაში შეისწავლა ხუცური დამწერლობა და ბევრ საინტერესო ხელნაწერსაც გაეცნო. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1951-1955 წლებში, თავის საკარმიდამო ეზოში ღვთის სადიდებლად თავისივე ხელით ააშენა ოთხგუმბათიანი ეკლესია, რომელიც ძირითადად კომუნისტების მიერ სანაგვეზე გადაყრილი იმ ხატებით გააწყო და გაამშვენა, რომელსაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა. ხელისუფლებამ ეკლესია რამდენჯერმე დაუნგრია, მაგრამ მან ისევ აღადგინა (ეს ეკლესია, საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით, დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქ. 11-ში). 1955 წლის 30 იანვარს ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა. მალე ბერად აღიკვეცა და მისივე თხოვნით წმიდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდეს. 1955 წლის 27 თებერვალს, ბერად აღკვეციდან ოთხ დღეში, ბერი გაბრიელი ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის მეუფე გაბრიელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. მსახურობდა სხვადასხვა ეკლესიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში.

 

არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში, სამრეკლოს გვერდით. მის საფლავზე დღემდე უამრავი მორწმუნე დადის მოსალოცად და მრავალი სასწაული აღესრულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...