მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 გიორგი V ბრწყინვალე (მეფობდა 1314-1346) http://s41.radikal.ru/i091/0812/2d/ef31e3420bb6.jpg საქართველოს მეფე, დემეტრე თავდადებულის ძე, ლაშა-გიორგის შთამომავალი. ბოლო მოუღო საქართველოში მონღოლთა ასწლოვან ბატონობას. როდესაც დემეტრე მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს, გიორგი "ყრმა მცირე" დარჩა და სამცხეში, პაპის (დედის მხრიდან) ბექა ჯაყელის კარზე აღიზარდა. 1299 წელს მონღოლმა ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი უფროსი ძმის, დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავითის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08). დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მეფობა მიიღო. სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო, მაგრამ ჭკვიანი პოლიტიკოსი გამოდგა და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. 1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, შემდეგ სამცხის სამთავარო. ამით საქართველოს მთლიანობა აღადგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებისა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების შემდეგ საილხანოში ანარქია გამეფდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. საქართველო მონღოლთა ასი წლის მონობისაგან განთავისუფლდა.გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, ცივის მთაზე სანადიმოდ მიიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, "გიორგიანული თეთრი". მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: "ხელმწიფის კარის გარიგება" და "ძეგლის დება". ეს უკანასკნელი მთიელთა ცხოვრებას აწესრიგებდა. საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს. გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპიზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა. გიორგი V ხელს უწყობდა ევროპასთან ურთიერთობას. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს ბრწყინვალე უწოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.