Jump to content
Planeta.Ge

გიორგი XI (1651-1709)


Recommended Posts

გიორგი XI (1651-1709)

 

http://s57.radikal.ru/i158/0812/b4/1666bd165b55.jpg

 

ქართლის მეფე, ვახტანგ V-ის მეორე ძე.

 

1676 წელს შაჰ-სულეიმანმა გიორგი XI-ს მაჰმადიანობა მიაღებინა, ქართლის მეფედ დაამტკიცა და საქართველოში გამოისტუმრა. გიორგი XI ცდილობდა ხელისუფლება განემტკიცებინა და ქართლში ირანელთა ბატონობა მოესპო. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. ქართლიდან არ გააძევა ირანის შაჰის ურჩი, თავისი უფროსი ძმა არჩილი, პირიქით, ხელი შეუწყო და იმერეთში გაამეფა. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან და ის, რომ ზედმეტად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ქართლის სამეფოს ევროპულ ორიენტაციას მისიონარებთან, პაპებთან და ევროპელ მონარქებთან ურთიერთობა გიორგი XI-მ, მისმა ძმამ ლევანმა და სულხან-საბა ორბელიანმა დაუდეს სათავე.

 

1688 წელს ირანელთა წინააღმდეგ გიორგი XI-ის აჯანყება მარცხით დამთავრდა. შაჰმა ტახტიდან გადააყენა და მის ადგილას ერეკლე I (ნაზარალი-ხანი) დასვა. გიორგიმ იმერეთს შეაფარა თავი. ამასობაში ირანის ტახტზე შაჰ-ჰუსეინი ავიდა. ახალმა შაჰმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს. თავის მხრივ, გიორგისაც სურდა ტახტი დაებრუნებინა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაეგრძელებინა. ამიტომ მიწვევას დათანხმდა და 1697 წელს ისპაჰანში ჩავიდა. ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

ისპაჰანში გიორგი XI დიდი პატივით მიიღეს. ირანში შინაპოლიტიკური მდგომარეობა არეული იყო, შაჰს კი გამოცდილი და შეუპოვარი სარდალი სჭირდებოდა, ამიტომ ხან ერთი პროვინციის დასამორჩილებლად აგზავნიდა, ხან მეორისა. ირანის სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად ქცეულ ქართლის მეფესა და მის მხლებლებს არაფრად მოსწონდათ ჯოჯოხეთად ქცეულ უდაბნოში თვეობით ხეტიალი და ბელუჯებთან თუ ავღანელებთან ბრძოლა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების ერთადერთ გზად ეს მიაჩნდათ. შაჰმა გიორგი კვლავ ქართლის მეფედ დაამტკიცა, ოღონდ ავღანელთა დამოჩილება მოსთხოვა. გიორგი XI-მ ავღანელი მეამბოხეებიც მოთოკა, მაგრამ გაქნილი და გაიძვერა მეთაურის მირ-ვეისის მსხვერპლი გახდა. 1709 წლის 21 აპრილს მირ-ვეისის მიერ ლხინში მიწვეული გიორგი და მისი ამალა მუხანათურად ამოჟლიტეს. მირ-ვეისმა მკვდარ გიორგის "აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და... ფსალმუნი" და შაჰს გაუგზავნა როგორც საბუთი, რომ გამუსლიმანებული სარდალი მაინც ქრისტიანი იყო და შაჰს ორგულობდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით "იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა. შუენიერ-ჰაეროვანი. პირმხიარული, ენატკბილი, უხვ და მრისხანე. მოისარ-მოასპარეზე უებრო". ქართლის მეფის ირანში მსხურებამ შედეგი მაინც გამოიღო. ქართლმა რამდენიმე წელი მოისვენა და შენებისა და მწიგნობრობის დრო მიეცა.

 

სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსიკონის ანუ "სიტყვის კონის" შედგენა თავისი მკვიდრი მამიდაშვილის გიორგი XI-ის თხოვნით დაიწყო და გასრულებული ყანდაარში გაუგზავნა.

 

გიორგი XI-ის ცხოვრებას ქართულის გარდა უცხოური წყაროებიც მოგვითხრობენ, ამის გამო ევროპაში ქართველ მეფეთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...