Jump to content
Planeta.Ge

ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე)


Recommended Posts

ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე)

 

http://s41.radikal.ru/i091/0812/d4/f73216488269.jpg

 

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში (დაახლოებით 1245), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში თავიანთ ნოინს მიჰგვარეს. ქართველები ყველაფერს უარყოფდნენ. გამოტეხის მიზნით ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ქართველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი - ტანზე გაიხადა და მეგობრებთან დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველების ნათქვამში, რომ ისინი აჯანყების მოსაწყობად კი არ შეიკრიბნენ, არამედ სათათბიროდ, რათა შეწერილი ხარკის აკრეფის საკითხი გადაეწყვიტათ. მონღოლებმა ქართველი პატიმრები გაუშვეს და თავდებად ცოტნე დაუყენეს. ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, შთამომავლობისათვის კი - ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...