Jump to content
Planeta.Ge

ნოდარ დუმბაძე (1928-1984)


Recommended Posts

ნოდარ დუმბაძე (1928-1984)

 

http://s57.radikal.ru/i156/0812/d1/d9ad75f20dd7.jpg

 

ქართველი მწერალი.

 

დაიბადა ჩოხატაურის რაიონში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1967-72 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. მისი მოთხრობების პირველი კრებული "სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს. აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მე ვხედავ მზეს". მის კალამს ეკუთვნის რომანები: "მზიანი ღამე", "ნუ გეშინია, დედა", "თეთრი ბაირაღები", "მარადისობის კანონი". ნათელმა ოპტიმიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. ნოდარ დუმბაძის თხზულებები გამსჭვალულია დიდი ჰუმანიზმითა და ადამიანური თანაგრძნობით. მისი მშობლიური კუთხის - გურიისათვის დამახასიათებელი კოლორიტულობითაა გადმოცემული ქართული სოფლის ცხოვრება ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), წრფელი სიყვარული და უანგარო მეგობრობა ("მე ვხედავ მზეს", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), პატრიოტიზმი და საბჭოთა რეპრესიის შედეგები ("ნუ გეშინია, დედა"), ინტელიგენციის როლი და მდგომარეობა თანამედროვე საზოგადოებაში ("მარადისობის კანონი", "თეთრი ბაირაღები"), ადამიანის სწრაფვა ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისაკენ ("მარადისობის კანონი"). ნოდარ დუმბაძე ასევე არაერთი შესანიშნავი მოთხრობის ავტორია: "კუკარაჩა", "ძაღლი", "ხაზარულა", "HELLADOS" და სხვ. ძალზე პოპულარულია აგრეთვე მისი საბავშვო ლექსები. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდოვურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. მისი რომანები გადაკეთდა პიესებად და იდგმება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1975 წელს მწერალს მიენიჭა რუსთაველის სახელმწიფო პრემია. დუმბაძის რომანების მიხედვით გადაღებულია ფილმებიც: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს", "გზა მშვიდობისა, ჯაყო", "თეთრი ბაირაღები" და სხვ. მწერლის ინიციატივით თბილისში დაარსდა ბავშვთა ქალაქი "მზიური", სადაც დაკრძალეს კიდეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...