Jump to content
Planeta.Ge

ერეკლე II (1720-1798)


Recommended Posts

ერეკლე II (1720-1798)

 

http://s56.radikal.ru/i154/0812/87/ed887048bdcf.jpg

 

ჯერ კახეთის (1744-62), შემდეგ კი ქართლ-კახეთის მეფე (1762-98). იყო უბადლო მეომარი და შესანიშნავი სტრატეგი. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა იმდროინდელ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი ნიჭით, გამჭრიახობითა და სამხედრო ოსტატობით იხიბლებოდნენ თანამედროვენი, მათ შორის მოწინააღმდეგეებიც.

 

1744 წელს ქართლში ერეკლეს მამა თეიმურაზი გამეფდა, ხოლო ერეკლე კახეთს განაგებდა. ნადირშაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747) ერეკლე II-მ თეიმურაზთან ერთად თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლა, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილა და განჯისა და ერევნის სახანოები დახარკა. თეიმურაზის გარდაცვალების შედეგად (1762) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა: შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის), დაასახლა მოოხრებული რეგიონები, გამოსცა კანონი (1765), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავის სახსრებით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა, შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი, აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770), აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, ხალხი დარაზმა ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად - სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: "საგარეო საქმეთა", "სახელმწიფო შემოსავლისა" და "სამხედრო საქმეთა" დარგებად. მეფის ხელისშეწყობით გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები, სამთამადნო წარმოება, მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.

 

მე-18 საუკუნის 80-იანი წლებიდან უკიდურესად გართულებული საგარეო ვითარების გამო, ერეკლე II იძულებული გახდა რუსეთს დაკავშირებოდა და მასთან ხელშეკრულება დაედო (გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783), რომელიც უპირველესად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობდა, თუმცა რუსეთმა ამ ტრაქტატის თითქმის ყველა მუხლი დაარღვია. ერეკლეს ეგონა, რუსეთი მფარველობას გაუწევდა გარეშე მტრების შემოსევებითა და შინააშლილობით დასუსტებულ საქართველოს, მაგრამ მწარედ მოტყუვდა - რუსეთს საქართველოს დაპყრობა სურდა. ამას დაემატა 1795 წელს ირანელთა შემოსევა აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით და თბილისის აოხრება. კრწანისის ბრძოლამ (1795) კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უძლურება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ერეკლეს მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად, პატრიოტმა მეფემ შეძლო ყველა ჭეშმარიტი ქართველის სიყვარული დაემსახურებინა. ხალხმა მას მეტსახელი - "პატარა კახი" უწოდა. მისი საქმეები კი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში და სიმღერებში აისახა. ერეკლეს სახელი ეროვნული დამოკიდებულობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. გარდაიცვალა 78 წლისა, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ვახტანგ გორგასლის გვერდზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ერეკლე არის საქართველოს მეფეებიდან ერთერთი საუკეთესო მეფე

+1.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...