მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (1865-1944) http://s52.radikal.ru/i135/0812/ac/f1176123eac6.jpg მღვდელ-მონაზონი, ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების შემკრები და გამომცემელი. დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა თბილისში, სადაც გაიცნო ილია ჭავჭავაძის ხაზინადარი და მოურავი მაქსიმე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო "საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა-გავრცელება იყო. 1890-იან წლებში მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დასტამბეს. ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ მაქსიმესა და ესტატეს ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. მანვე ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. როდესაც ფილიმონ ქორიძე გარდაიცვალა, მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგებლობაში დარჩა. 1912 წლიდან ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმიდელის სახელზე ბერად აღიკვეცა. 1917 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მისი ავტორის, კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, 1918 წელს მამა ექვთიმემ დასტამბა. 1921 წელს ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ მღვდელ-მონაზონი ექვთიმე კვლავ აგრძელებდა საგალობელთა კრებულებზე მუშაობას. 1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოაცხადა. მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერები ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა. 1935 წელს მან სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგება. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. http://s60.radikal.ru/i169/0812/84/544ad3d946ae.jpg http://s49.radikal.ru/i124/0812/8e/ad4998ec924a.jpg http://i057.radikal.ru/0812/0b/cd8aecc84463.jpg http://s41.radikal.ru/i093/0812/90/197a5db3d7eb.jpg http://s60.radikal.ru/i169/0812/bc/4dfa9df85ed2.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
didiateuli2009 Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 (edited) ეს არის პროექტ ,,საქართველოს დიდი ათეულის" (bestgeorgisns.ge) რედაქციის მიერ მოპოვებული, დამუშავებული და შედგენილი, მისი კუთვნილი მასალები... აღნიშნული მასალები ყოველგვარი ნებართვის გარეშე თქვენს მიერ პირდაპირ გადმოკოპირებულია ამ საიტზე... აუცილებლად მიუთითეთ ავტორი და bestgeorgisns.ge -ს ლინკი http://bestgeorgians.ge/ Edited October 23, 2009 by didiateuli2009 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 უზერის მიერ, როგორც ვხედავ თქვენ უკვე მიუთითეთ ლინკი, ასე რომ პრობლემა ამოწურულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
didiateuli2009 Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 ლინკი მივუთითე რამდენიმეგან... აქ კი მთელი ჩვენი საიტია გადმოკოპირებული ასობით პოსტად და ყველას ვერ დავუვლი. ასე, რომ ყველგან მიუთითეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.