Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ გორგასალი (დაახლ. 442-502)


Recommended Posts

ვახტანგ გორგასალი (დაახლ. 442-502)

 

http://s59.radikal.ru/i163/0812/3f/286702b14bf7.jpg

 

მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისაგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა.

 

ვახტანგის მამა - ქართლის მეფე მირდატი, ღვთისმოშიში მმართველი იყო. მან ცოლად მოიყვანა რანის ირანელი გამგებლის, ბარზაბოდის ქალიშვილი საგდუხტი. მეფე-დედოფალს სამი შვილი შეეძინა: ხვარანძე, მირანდუხტი და ვაჟი, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგი. საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინვე თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტიანობა და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა.

 

ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. სამეფოს უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი განაგებდა. მალე ვახტანგის აღმზრდელი საურმაგიც გარდაიცვალა და ჯუანშერ სპასპეტმა ითავა უფლისწულის აღზრდა. მეცნიერთა ნაწილი სწორედ მას მიიჩნევს ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერად, თუმცა ნაწილი თვლის, რომ ამ ნაწარმოების ავტორს XI საუკუნეში უნდა ეცხოვრა.

 

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, როდესაც ქართლს ოსები შემოესივნენ, ააოხრეს ქართლი, აიღეს ქალაქი კასპი და ტყვედ წაიყვანეს მეფის და მირანდუხტი. ამავე დროს, ბიზანტიელები აფხაზეთში შეიჭრნენ. ვახტანგი მტკივნეულად განიცდიდა ქვეყნის დაქცევასა და დის ტყვეობას. უკვე თხუთმეტი წლის ასაკში წარსდგა იგი დარბაზის წინაშე და შეკრებილ დიდებულებს განუცხადა: "ჩვენი განსაცდელის გამო ცხოვრების ყოველი დღე მწუხარებაში გამიტარებია. ჩემი დის სიბრალული ცეცხლის მახვილივით მიტრიალებს გულში. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობს. მე ვერ მოვითმენ შეურაცხყოფას ოვსთაგან, უნდა ვიძიოთ შური მათზე". საპასუხო ლაშქრობა ოსთა მარცხითა და ტყვეების გათავისუფლებით დასრულდა. ბრძოლის დროს მეფემ პირადად განგმირა მოწინააღმდეგის რამდენიმე საუკეთესო მეომარი. ჯუანშერის მიხედვით, ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ციხე-გოჯამდე ილაშქრა და დაამარცხა ბიზანტიელები. მეფემ მათი ბატონობისაგან გაათავისუფლა კლარჯეთი, სადაც ააშენა ქალაქი არტანუჯი. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ჰერეთიც.

 

ირანელებმა V საუკუნის I ნახევარში ქართლს მეტად მძიმე გადასახადი - სამხედრო ბეგარა დააკისრეს. ქართველებს უნდა გამოეყვანათ ჯარი და ირანელებთან ერთად საომრად წასულიყვნენ. ვახტანგ გორგასალი რამდენიმე წელი ქართველთა ჯართან ერთად შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა. სამშობლოში იგი მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა, რომ გაეთავისუფლებინა ქვეყანა ირანელთა ბატონობისაგან. ამისათვის საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ორგული ფეოდალების დასჯა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეების შეძენა. ვახტანგმა თავდაპირველად ყურადღება ეკლესიას მიაქცია. მეფის სურვილს, წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში, წინ აღუდგა მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მან მეფეს ცილი დასწამა, თითქოს იგი უარყოფდა ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობას აღიარებდა. მათი პირისპირ შეხვედრისას ვახტანგმა მუხლი მოიდრიკა მთავარეპისკოპოსის წინაშე, მან კი კბილი ჩაუმტვრია - "განძრა ფეხი და შემუსრა კბილი მისი". მეფემ მომხდარი კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინა. გადააყენა მიქაელი და პატრიარქს სთხოვა ქართლში პეტრე კათოლიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. ანტიოქიის პატრიარქის კურთხევით, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. კათოლიკოსობის დაწესება, თავის მხრივ, ნიშნავდა ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებას, რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში.

 

ირანელთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებას ხელს უშლიდა ის, რომ მათ მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნით. ერთ-ერთი მათგანი იყო ვარსქენი, ცნობილი და გავლენიანი ერისმთავარი, რომელსაც ცოლად შუშანიკი ჰყავდა. 482 წელს ვახტანგმა პოლიტიკური მიზეზით მოაკვლევინა ვარსქენი, რაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ სომხებიც, ცნობილი სარდლის ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით. მაგრამ ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. მთავარი მიზეზი კი ღალატი იყო. მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თუმცა მალე კვლავ ქართლში დაბრუნდა და ბრძოლა განაგრძო. უკანასკნელად იგი სპარსელებს სამგორის ველზე დაუპირისპირდა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა: "მოიკლა მონათყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ღლიასა ქვეშე და აღიპრა რა ხრმალი თვისი რათა სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე". დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ჯუანშერი გადმოგვცემს მის ანდერძს: "თქვენ მკვიდრნო ქართლისანო! გაიხსენეთ ჩემი სიკეთე, ის, რომ პირველად ჩემი სახლისაგან მოიღეთ ნათელი საუკუნო და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ მიატოვებთ".

 

ძნელია საქართველოს ისტორიაში სხვა მეფის მოძებნა, რომელმაც ამდენი ქალაქი და მონასტერი ააშენა. მის სახელს უკავშირდება თბილისის, უჯარმის, არტანუჯის, ხორნაბუჯისა და ციხე-ქალაქ ჭერემის დაარსება. მის დროს აშენდა ნინოწმინდის, ჩელეთის, ნიქოზისა და სხვა ტაძრები, განახლდა სვეტიცხოველი: წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე ქვის დიდი ბაზილიკური ტაძარი აიგო. მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს. მისი ხსენების დღედ 30 ნოემბერი ( 13 დეკემბერი) დაწესდა.

 

http://i075.radikal.ru/0812/26/c3e797881815.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
ეს ბიზანტიელებიც რა გორლაზე იყვნენ თვითონაც მაგარი მიმკვდარებულები იყვნენ თურქების და ჯვაროსნების მხრიდან და პატრა სულ მოითქვამდნენ თუარა მაშინვე პატარა ქრისტიანულ ქვეყნებს გადაწვდებოდნენ იქ ბულგარეთი სერბეთი აქ ჩვენ ამიტომაც ისტორიამ ბიზანტიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 years later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...