მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 ნატალია (ნატო) ვაჩნაძე (1904-1953) http://s57.radikal.ru/i155/0812/87/0227c42688a4.jpg ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მისი ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი. სწავლობდა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში, მუშაობდა მუშად, მუსიკის მასწავლებლად. 1923 წელს კინოში მიიწვია რეჟისორმა ა. ბეკ-ნაზაროვმა. შეასრულა ნინოს და ნუნუს ("არსენა ყაჩაღი", "მამის მკვლელი", 1924) როლები. ნატო ვაჩნაძემ კინოში შექმნა ქალთა ლირიკული, რომანტიკული სახეები. თავისი საოცარი სილამაზისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისი კინოროლებიდან აღსანიშნავია: ესმა ("სამი სიცოცხლე"), დესპინე ("ჩვენი ქვეყნის რაინდი"), ფატი ("ვინ არის დამნაშავე"), მართა ("ქაჯანა"), მანო ("აკაკის აკვანი") და სხვ. დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.