მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 სერგო ზაქარიაძე (1909-1971) http://s60.radikal.ru/i168/0812/7b/ee5b016c7c54.jpg ქართველი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელმწიფო თეტრში, 1928 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისში, კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (შემდგომ მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი). 1956 წელს დაუბრუნდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრს. ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის ღრმა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატია - დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავს სცენურ სახეს. ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამება ლირიზმს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. 1934 წლიდან სერგო ზაქარიაძე მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), შადიმან ბარათაშვილი ("გიორგი სააკაძე", 1942-43, სსრკ სახ. პრემია, 1946), ფოსტალიონი გიორგი ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი", 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით ("ჯარისკაცის მამა", 1965, ლენინური პრემია, 1966) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. 1955-60 წლებში ზაქარიაძე სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. მინიჭებული აქვს რუსთაველის სახ. პრემია, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.