მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 რეზო თაბუკაშვილი (1927-1990) http://s56.radikal.ru/i152/0812/c0/86f69d263df3.jpg ქართველი მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. მისი ლექსები და თარგმანები იბეჭდება 40-იანი წლებიდან. ავტორია პიესებისა: "ამხანაგი გიორგი" (იგივე "რაიკომის მდივანი", დაიდგა 1953 წელს მარჯანიშვილის თეატრში), "რას იტყვის ხალხი", "დენბურგის ზარი", "დაბადება" და სხვ. დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის: "წარსული ზაფხული", "ჯვარცმული კუნძული", "მზე შემოდგომისა", "რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან", აგრეთვე ლიბრეტოები ოპერებისათვის: "მინდია" (კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი), "ქაჯანა" (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი) და სხვ. თარგმნა უილიამ შექსპირის სონეტები. დიდია რეზო თაბუკაშვილის დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები "კვალი ნათელი", მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს რეზო თაბუკაშვილმა 1978 წელს იტალიაში მიაკვლია, ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება და სხვ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.