მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953) http://s48.radikal.ru/i121/0812/7f/5d5cfdac775c.jpg ქართველი მეცნიერი, პროფესორი, აკადემიკოსი. დაიბადა ლიხაურში (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1883), შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი მეცნიერების კანდიდატის ხარისხით (1887). 1887-94 წლებში მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად. 1894-1904 წლებში იყო სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე. 90-იანი წლებიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სიძველეთა შეკრებისა და მათი მეცნიერული დამუშავებისათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (1907). აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაშიც. იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი, არქეოლოგიის კათედრის გამგე. 1921-45 წლები ემიგრაციაში გაატარა საფრანგეთში, სადაც მეტად ძნელ პირობებში, უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი და ნახევრადმშიერი მეთვალყურეობდა და იცავდა (თვით ფაშისტებისგანაც) საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულობას. 1945 წელს გაღატაკებული და დასნეულებული მოხუცი მეცნიერი საქართველოში განძთან ერთად დაბრუნდა. ემიგრაციის წლებში იგი ინტენსიურ, აქტიურ მუშაობას ეწეოდა, იყო პარიზის სააზიო (1925) და ნუმიზმატთა (1922) საზოგადოებების წევრი. ექვთიმე თაყაიშვილი იკვლევდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემებს. შეისწავლა "ქართლის ცხოვრების" თითქმის ყველა ვარიანტი. დიდი მნიშვნელობისაა მისი ნაშრომები: "არქეოლოგიურიექსკურსიები" , "ხელნაწერთა აღწერილობანი". მისი რედაქტორობით გამოიცა კრებულები: "ძველი საქართველო", "საქართველოს სიძველენი" და სხვა, რომლებშიც მისი გამოკვლევებია გამოქვეყნებული. ექვთიმე თაყაიშვილი ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სამარხი დებედის ხეობაში. გადამყიდველებს მან ხელიდან გამოსტაცა ახალგორის განძი და კავკასიის მუზეუმში დააბინავა. მისი კვლევის ადგილი ძირითადად სამხრ. საქართველო იყო. მისი თაოსნობით შესწავლილ იქნა ხახულის, იშხნის, ოშკის, ოლთისის და სხვ. ტაძრები, თორთუმის ციხე და სხვ. თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გაარკვია ლიტერატურაში მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა ტაძრების მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები. მისი ნაშრომი "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" დაჯილდოებულია რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დიდი ოქროს მედლით (1911). ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი ამაგი დასდო ძველი ქართული მწერლობის ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს. შეაგროვა და გამოსცა რუსთაველის პოემის ხელნაწერების ერთი ნაწილი. გამოსცა "სიბრძნე ბალავარისა" (1895), "მელის წიგნი" (1899), "თიმსარიანი" (1903), მეცნიერულად აღწერა ძვ. ქართული მწერლობის მრავალი ხელნაწერი. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრებასა და გამოცემას, რედაქტორობდა "ხალხური სიტყვიერების" ორტომეულს. ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. http://s60.radikal.ru/i167/0812/e3/c953dd7b90d3.jpg http://s44.radikal.ru/i105/0812/ab/d63ffea4b860.jpg http://s47.radikal.ru/i118/0812/a9/0c099ddafa15.jpg http://s39.radikal.ru/i083/0812/ae/d18226e33293.jpg http://s56.radikal.ru/i154/0812/56/9d2631ff2227.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.