მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 სესილია თაყაიშვილი (1906-1984) http://i016.radikal.ru/0812/fb/70af11517269.jpg მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრის დიდი ამაგდარი. დაიბადა ბათუმში. თბილისში დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-66 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. სესილია თაყაიშვილი ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები"), ვასასის ("ჩვენი ეზო"), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი"), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა"), მარადიას ("ნატვრის ხე"), ბუღალტრის ("ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი") და სხვა როლები. შ. რუსთაველის სახელობისა (1983) და საქართველოს სახელმწიფო (გარდაცვალების შემდეგ, 1985) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.