Jump to content
Planeta.Ge

თამარ მეფე (1160-1213)


Recommended Posts

თამარ მეფე (1160-1213)

 

http://i054.radikal.ru/0812/c0/c6b2724fe6bb.jpg

 

საქართველოს მეფე 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული. 1178 წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ აკურთხა, თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ დიდგვაროვანმა ფეოდალებმა მეორედ აკურთხეს, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებსა და პრივილეგიებს. თამარის გამეფებისთანავე მათ მოითხოვეს გიორგი III-ის დროს აღზევებულ მოხელეთა გადაყენება. თამარს სხვა გზა არ ჰქონდა და ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი გადააყენა. თამარს ახლა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი აუმხედრდა და მეფის უფლებების შეზღუდვა მოითხოვა. მათთან მოსალაპარაკებლად თამარმა წარჩინებული ქალბატონები - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაგზავნა და დიპლომატიური გზით დაძაბულობა განმუხტა. თუმცა ბრძოლა მეფის ერთპიროვნული ძალაუფლების დასუსტებისათვის ამით არ დასრულებულა, გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო რუსეთის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის შვილი იური (გიორგი), რომელიც თავისი უღირსი თვისებების გამო მალე ქვეყნიდან გააძევეს. თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობებზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს მან იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი: ლაშა-გიორგი და რუსუდანი. მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა 1191 წელს აჯანყება მოაწყვეს და თამარის ქმარყოფილი იური ბიზანტიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. თამარმა აჯანყებულები დაამარცხა. 1193 წელს რანის ათაბაგის დახმარებით იურიმ კიდევ სცადა ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. საბოლოოდ თამარმა ძალაუფლება განიმტკიცა - ურჩი ფეოდალების ადგილებზე ერთგული ქვეშევრდომები დანიშნა. მან სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა აჯანყება (დაახლოებით 1212). მეთორმეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მეზობელი ქვეყნების მაჰმადიანი მფლობელები ბაღდადის ხალიფას მეთაურობით საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. 1195 წელს აზერბაიჯანის ათაბაგმა აბუბექრმა და მისმა მოკავშირეებმა შამქორში ქართველებთან მწარე მარცხი იწვნიეს. 1203 წელს, ბასიანის ველზე ქართველებმა რუმის სულთანი რუქნადინიც დაამარცხეს, 1201-03 წლებში აიღეს ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთი და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა. 1204 წელს აიღეს კარი (ყარსი). თამარის ინიციატივით 1204 წელსვე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1210 წელს ქართველებმა დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი. მე-12 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თამარის მეფობაში აშენდა ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები (ბერთუბანი, ბეთანია, ვარძია), გზები, ხიდები. მეფე მფარველობას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. მფარველობდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. მის სიბრძნესა და სილამაზეს ხოტბას ასხამდნენ ისტორიკოსები და პოეტები (შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები და სხვ). ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...